ТАСС: რუსი სამხედროები ყარაბაღის დასატოვებლად ემზადებიან
ყარაბაღის რეგიონიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის ვადების შესათანხმებლად დღეს ერევანში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩავა.
ამის შესახებ ТАСС წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, “სომხურ მხარესთან შეხვედრაზე განიხილება ყარაბაღიდან რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის კონკრეტული თარიღები“.
ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა 2020 წლის 9 ნოემბერს.