ნატო 2024 წელს მასშტაბურ სწავლებას გამართავს
ნატო 2024 წელს სამხედრო სწავლებას Steadfast Defender-ს გამართავს, რომელზეც აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე გამახვილდება ყურადღება.
ამის შესახებ RAR-თან ინტერვიუში ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა განაცხადა.
”2024 წლისთვის დაგეგმილი, Steadfast Defender-ის სწავლების ფარგლებში, შემუშავდება აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე რეაგირება. ცივი ომის შემდეგ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლება”,- თქვა მან.
ბაუერმა აღნიშნა, რომ მანევრებში ნატოს 40 ათასამდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
მან აღნიშნა, რომ ნატოს გეგმები, რომლებიც ვილნიუსის სამიტის შემდეგ შეიცვალა, მოიცავს სუვალკის დერეფნისა და “ბრესტის კარიბჭეს” დაცვას.
„ვილნიუსში ნატოს სამიტზე მიღებული თავდაცვის გეგმები არის ყველაზე დიდი ცვლილება სამხედრო სისტემებში 1949 წლის შემდეგ. ისინი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ალიანსის ფესვებთან დაბრუნებას, ანუ კოლექტიურ თავდაცვისკენ“, – განმარტა ადმირალმა.
მან გაიხსენა, რომ პოლონეთში ნატოს ბატალიონის საბრძოლო ჯგუფია განთავსებული, რომელიც საფრთხის გაზრდის შემთხვევაში შესაძლოა, ბრიგადამდე გაფართოვდეს.
„იგივე დანაყოფები განლაგებულია ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში“, – დასძინა ადმირალმა.