ბაიდენის ადმინისტრაციამ 9 მილიარდი დოლარის ოდენობის სტუდენტური სესხი გაანულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ 125 000 მსესხებლისთვის დამატებით 9 მილიარდი დოლარის ოდენობის სტუდენტური სესხის განულება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ასობით მილიარდი დოლარის სესხის გაუქმების შესახებ მისი ინიციატივა დაბლოკა, ის კვლავ გააგრძელებს ახალი ზომების მიღებას, რათა ამერიკელებს სტუდენტური სესხი შეუმსუბუქოს.

„ამგვარი დახმარება ცვლის ადამიანებს და მათ ოჯახებს, მაგრამ ეს კარგია ჩვენი ეკონომიკისთვისაც. ჩემი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სტუდენტური დავალიანება შეუმსუბუქოს რაც შეიძლება ბევრ სტუდენტს და რაც შეიძლება სწრაფად“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები