სახალხო დეპუტატი უსტინოვა: თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის დამატებით თანხებს არ გამოყოფს, იარაღი ერთ თვეში ამოიწურება

თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის ახალ დახმარებას არ დაამტკიცებს, უკრაინის შეიარაღებული ძალები „თვე-ნახევარში“ იარაღის დეფიციტს განიცდიან, – ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკრაინისათვის მიწოდებული იარაღის მიღებისა და გამოყენების მონიტორინგის საკითხებზე უკრაინის პარლამენტის დროებითი სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრა უსტინოვამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ყოველთვიურად დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს ამერიკული სამხედრო დახმარების ბიუჯეტიდან. ამჟამად თეთრ სახლს დარჩა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი ძველი ბიუჯეტიდან, რომელიც განკუთვნილია უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის იარაღის შესაძენად.

„ახლა შემიძლია ვთქვა, რომ თუ უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას კენჭს არ უყრიან, მაშინ ერთ თვეში ან თვე-ნახევარში ამოგვეწურება იარაღი. ჩვენ დაგვრჩა 5 მილიარდი დოლარი იარაღის შესაძენად, რომელიც თეთრ სახლს აქვს“, – განაცხადა უსტინოვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები