პუტინმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების ორი მიზეზი დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების ორი მიზეზი დაასახელა

​ამის შესახებ ან “ვალდაის” სადისკუსიო კლუბში ისაუბრა.

პუტინის თქმით, “რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინაში არის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების ორი მიზეზი: ჩვენზე თავდასხმა და რუსეთის არსებობისთვის საფრთხე”.

მისი თქმით, “საღ გონებაზე მყოფ არცერთ ადამიანს თავში არ მოუვა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება. რუსეთის მიერ ბირთვულ დარტყმაზე პასუხი არცერთი აგრესორისთვის არ არის მისაღები, რადგან მოწინააღმდეგეს გადარჩენის შანსი არ ექნება”.

ასევე, მისი თქმით, “დღეს არ არის ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთის სახელმწიფოს არსებობას რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები