ევროპარლამენტი მომხრეა, რომ მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება წლის ბოლომდე დაიწყოს
ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირში მოლდოვას გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს და მოუწოდეს, კიშინიოვთან მოლაპარაკებების დაწყება წლის ბოლომდე მოხდეს.
ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოლდოვამ აჩვენა მონდომება და უნარი შეასრულოს ევროკომისიის მოთხოვნები გაწევრიანების შესახებ, რაც იქნება „გეოსტრატეგიული ინვესტიცია“ ერთიან და ძლიერ ევროპაში.
ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, გაზარდონ მოლდოვას ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რათა ხელი შეუწყონ ევროკავშირში მის სწრაფ და ეფექტურ ინტეგრაციას.
პარალელურად, ევროპარლამენტი მოუწოდებს მოლდოვას ყველა პოლიტიკურ ძალას, მიაღწიონ კონსენსუსს ყველაზე მნიშვნელოვან და გადაუდებელ რეფორმებზე, უპირველეს ყოვლისა, კორუფციასთან ბრძოლისა და სამართლიანობის გასაძლიერებლად.