გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დევნილ ოჯახებს სახლები გადაეცათ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები აშენდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს ახალი სახლების გასაღები დევნილთა, სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გადასცეს.
ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის სახლები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში აშენდა და სრულად გარემონტდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.
აღსანიშნავია რომ, ხუთ და მეტ სულიან დევნილ ოჯახებს, 9 ოქტომბრის ჩათვლით, კვლავ აქვთ შესაძლებლობა სოფელ ძევერაში სახლის მიღების მოთხოვნით განაცხადი გააკეთონ.