კაცი კაცია და ქალი – ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები არ უნდა აიძულონ დაიჯერონ, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ ნებისმიერი სქესის, რომელიც სურთ.
„მშობლებისთვის საკამათო არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ რას ასწავლიან მათ შვილებს სკოლაში ურთიერთობების შესახებ. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როდის საუბრობენ საავადმყოფოებში მამაკაცებზე ან ქალებზე. ჩვენ არ უნდა გვაიძულონ იმის დაჯერება, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ნებისმიერი სქესის, როგორიც უნდათ. მათ არ შეუძლიათ. კაცი კაცია და ქალი – ქალი და ეს უბრალოდ საღი აზრია“, – განაცხადა სუნაკმა.