ვახტანგ ბერიძე: ხულოში, თვითმმართველობის დაკვეთით, 11 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ამ ეტაპზე, ხულოში, მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, 11 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები 200-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზეა აქტიური,- ამის შესახებ ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე აცხადებს.

“საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყლის სისტემების გაუმჯობესება, მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება, საზაფხულო იალაღებისათვის უწყვეტი და ხარისხიანი ელექტრომომარაგებით უზრუნვლყოფა მნიშვნელოვნად გაუადვილებს ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებას”,- აცხადებს ვახტანგ ბერიძე.

გარდა ამისა, ხულოში სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს აჭარის მთავრობა და საქვეუწყებო დაწესებულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები