“გამიხარდებოდა კიდევაც!” – სიმონიანი გამოდის ინიციატივით, რომ ციმბირში ბირთვული ცდები ჩატარდეს
კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების – Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი მოსკოვს ბირთვული იარაღის გამოცდას ციმბირში სთავაზობს.
ასე გამოეხმაურა პროპაგანდისტი NYT-ში გამოქვეყნებულ სტატიას იმის შესახებ, რომ რუსეთი არქტიკაში, სავარაუდოდ, კონტინენტთაშორისი რაკეტის “ბურევესტნიკის” გამოცდას გეგმავს, ან უკვე გამოსცადა.
სიმონიანი ბირთვული აფეთქების მოწყობის იდეით გამოვიდა, “თუ აფეთქება ციმბირიდან 100 კილომეტრში მოხდება”, ბირთვული ზამთარი არ იქნება და არავინ მოკვდება სიმსივნით, მაგრამ ყველა რადიო ელექტრონიკა და ყველა თანამგზავრი მწყობრიდან გამოვა.
„93 წლის მსგავსში დავბრუნდებით – სადენიანი ტელეფონებით. ხომ გადასარევად ვცხოვრობდით. ისე, მართლა, გამიხარდებოდა! ჩემს შვილებს გაჯეტებს ვუკრძალავ და მაშინ არ მომიწევდა იმის ახსნა, თუ რატომ აქვს სხვებს გაჯეტები და მათ – არა”, – თქვა მან.
ამავე დროს, სიმონიანს მიაჩნია, რომ “ბირთვული ულტიმატუმი” იქნება უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის მოგვარების გასაღები.
პროპაგანდისტის სიტყვებს კრემლში გამოეხმაურნენ.
როგორც დიმიტრი პესკოვმა თქვა, მსგავსი დისკუსიები შეუძლებელია. მისივე თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ სიმონიანი არ მუშაობს რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებში და მოსკოვის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს.