კადიროვის 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცეპრემიერი გახდა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა საკუთარი ქალიშვილი, 24 წლის აიშატ კადიროვა ვიცეპრემიერად დანიშნა.

ამის შესახებ კადიროვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

კადიროვის თქმით, შესაბამისი ინიციატივით ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარე, მუსლიმ ხუჩიევი გამოვიდა.

„მე მხარი დავუჭირე მუსლიმ ხუჩიევის წინადადებებს. რა თქმა უნდა, აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონული კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და შეიძინა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება”

როგორც მან განმარტა, კულტურის მინისტრის პოსტზე რესპუბლიკის ყოფილი ვიცეპრემიერი, მუსა დადაევი დაინიშნება.

აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პოსტზე 2021 წლის ოქტომბერში, 21 წლის ასაკში დაინიშნა. მანამდე ის, ერთი წლის განმავლობაში, კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა

რამზან კადიროვის კიდევ ერთი ქალიშვილი, 20 წლის ხუტმატი ივნისიდან ჩეჩნეთის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კურატორია, ვაჟი აჰმედი კი 2022 წლის სექტემბრიდან, 16 წლის ასაკიდან ჩეჩნეთის ყველა საბავშვო და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები