ლაგოდეხში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა. ამ დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მერიისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურიამ, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერში,
მემორიალი ყვავილებით  შეამკეს და დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
თანამედროვე საქართველოს  ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა.
აფხაზეთის ომი, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სამხედრო კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს
გაგრძელდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან, აფხაზეთის ომში 150 მოქალაქე იბრძოდა.

ოფიციალური მონაცემებით, 15 მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები