“გორის დღე 2023“ 8 ოქტომბერს გაიმართება

„გორის დღე 2023“ 8 ოქტომბერს გაიმართება.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან დაიწყება.
გაიმართება და სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტულ სანახაობები და აქტივობები.
12:30 საათზე დაიწყება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით
გაიმართება „ლუდის ფესტივალი“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, ტურისტული კუთხე – „ჯიპ – ტური“.
გორის დღე 2023 “- ს გალა-კონცერტი დაასრულებს. კონცერტში, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ „ქიმერა“, ადგილობრივი ბენდი “SOFT WAVE” და „მგზავრები.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები