ყვარლის მერია: „მთავარი არხი“ და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, მოქალაქეები განზრახ შეცდომაში შეიყვანონ

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ დეზინფორმაციას პასუხობს.

მერიაში განმარტავენ, რომ სიუჟეტში ჟურნალისტის და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მერიის მისამართით არის ტყუილი და ემსახურება მოქალაქეების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

„ვეხმაურებით 3 ოქტომბერს, ტელეკომპანია “მთავარის” საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ბიუჯეტიდან სარესტორნე მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს.
სიუჟეტში ჟურნალისტი და შემდეგ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის სექტემბერში სარესტორნე მომსახურებაზე გახარჯა 9700 ლარი.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ზემოაღნიშნული მონაცემი და საერთოდ სიუჟეტში ასახული მოვლენა, იმის შესახებ, რომ თითქოს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ გამართა ნიკო ნიკოლაძის 180 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ამისათვის მერიამ გაიღო სარესტორნე ხარჯი – არის მტკნარი სიცრუე და ემსახურება მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას! ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას თავის კულტურული ღონისძიებების კალენდარში არ არსებული ღონისძიებისათვის არ გაუწევია არანაირი ხარჯი.
განვმარტავთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ტყუილი ამბის ტყუილი სარესტორნე ციფრი, რომელიც მიაწერეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას, არა მხოლოდ სექტემბრის თვეში, არამედ მთელი წლის განმავლობაში, მსგავსი მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა”, – აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები