ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლო თუ ამ შემთხვევაში წარდგინებას არ დააკმაყოფილებს, გამოდის – რომ გაუგებარი რჩება, რა სისტემაში ვცხოვრობთ
“საკონსტიტუციო სასამართლო თუ ამ შემთხვევაში წარდგინებას არ დააკმაყოფილებს, გამოდის, რომ გაუგებარი რჩება, რა სისტემაში ვცხოვრობთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ რომ არ დაადგინოს კონსტიტუციის დარღვევა, მაშინ საპარლამენტო მმართველობის ინსტიტუტი თავდაყირა დგება.
„აქ მთავარი არის პრეცედენტული დატვირთვა იმ გადაწყვეტილების, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის ამ კუთხით ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლომ აქ რომ არ დაადგინოს კონსტიტუციის დარღვევა, მაშინ თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის ინსტიტუტი. ანუ, გამოდის რომ საპარლამენტო სისტემა აღარ გვაქვს. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საპარლამენტო სისტემაა, მაგრამ ვეღარ ვიგებთ სად ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.