რუსეთმა მამუკა მამულაშვილი ძებნაში გამოაცხადა

რუსეთის შსს-მ “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი, უშანგი, იგივე მამუკა მამულაშვილი ძებნილთა ბაზაში შეიყვანა.

ამასთან, ძებნაში გამოცხადების მიზეზი დაკონკრეტებული არ არის, მხოლოდ მინიშნებულია, რომ “საფუძველია სისხლის სამართლის მუხლი”.

მანამდე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მამულაშვილს დაუსწრებლად წაუყენა სისხლის სამართლის ბრალი.

გამომძიებლების თქმით, “2014 წელს მან შექმნა “ქართული ეროვნული ლეგიონი” და დონბასის რესპუბლიკების ხელისუფლების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ქართველები მიჰყავდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები