არჩილ კაიკაციშვილი: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა ქართული სამართლის ისტორიის უახლესი მოვლენა და სახელმძღვანელოა

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა ქართული სამართლის ისტორიის უახლესი მოვლენა და სახელმძღვანელოა,- ასე ეხმაურება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი.

მისი შეფასებით, პრეზიდენტი განხილვას უნდა დასწრებოდა. ამასთან,ვმან აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯი გადადგა წარმომადგენლების შერჩევაში.

“დაარღვია”, “არ დაარღვია კონსტიტუცია”, – ამ მიდგომებზე ყველა აზრი საინტერესოდ გამოიყურება. პროცესიც სამართლებრივი, საზოგადოებრივი და პოლიტიკურია, თუმცა, არსებითი ხასიათის მომენტია – სასამართლო დარბაზი, მოსმენილი არგუმენტები და დასაბუთება.

ჩემი დაკვირვებით, პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დასწრებოდა სხდომას, რაც არ ნიშნავს პოზიციების ჩამოყალიბებაში აქტიურ მონაწილეობას. პრეზიდენტის უფლებას თავისი წარმომადგენლები დაიცავდნენ, თუმცა, არ შემიძლია, პროფესიულად არ შევნიშნო უკვე შემდგარი სხდომის შედეგიც – პრეზიდენტმა აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯი გადადგა ამ წარმომადგენლების შერჩევაში. დარბაზი არ გახლდათ პოლიტიკური ტრიბუნა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრეზიდენტის ინტერესები საუკეთესოდ იქნა წარმოჩენილი, მინიმუმ საზოგადოებამდე მიტანილი, აბსოლუტურად ცდება.

მოლოდინი, რომ შედგებოდა კლასი – არ შედგა. მიდგომა – წარმომადგენელი ყოფილიყო ან კონსტიტუციის თანაავტორი ან საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, როგორც სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯი – სწორი გახლავთ, მაგრამ არა – დასახელებული წარმომადგენლების უფერულობის ფონზე.

დიახ, საქართველოში მოიძებნებიან კვალიფიციური ადამიანები, ვინც არგუმენტების ომში უმაღლესს თამასას აჩვენებდნენ. რატომ არ ანდო პრეზიდენტმა ინტერესების დაცვა, მაგალითად, ცნობილ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს? ან სფეროს უბადლო მცოდნე, ვახუშტი მენაბდეს? ან ევროსასამართლოს ექსპერტს ლია მუხაშავრიას ან ყოფილ მოსამართლეს, მართლაც გონებას ბესარიონ ალავიძეს, შეიძლება კიდევ არაერთის დასახელება. როდესაც დარბაზში გიზის ირაკლი კობახიძე, თანამედროვეობაში, არამხოლოდ საქართველოს მაგალითზე გამორჩეული კონსტიტუციონალისტი, მეტი სერიოზულობა გმართებს [ცხადია, ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკური გემოვნებით ადამიანების ნდობაზე. უნდა ვისაუბროთ პროფესიონალიზმზე]. აი, ეს არის სიმართლე და რეალობა”,- წერს კაიკაციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები