პაატა კვიჟინაძე და ზაზა ლომინაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – პაატა კვიჟინაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზაზა ლომინაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე, საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 “შეხვედრას ესწრებოდნენ: საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსო, საბჭოს წევრები: ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი, ტიმო ვიჰერკენტა, ასევე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები