„რად მინდა მისი ნახვა?“ – ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

„რად მინდა მისი ნახვა?“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მისამართით განუცხადა.

„საუბარი რაზეა, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი ჩამოსვლა იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა მან საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ, ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ავლენს.

დღეს საქართველოში ფუნქციონირებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები, შეიძლება ეს არ მოსწონდეთ მათ შორის პრეზიდენტს, მის წარმომადგენლებს. ასევე, დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებიც კი ამოხსნიან პირველი კურსის კაზუსს, რაზეც გუშინ და დღეს საუბარი გვქონდა. ამ თემაზე ასე რომ მიდის საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის სირცხვილი, მათ შორის სტუდენტების წინაშე, რომელსაც ზოგიერთი წარმომადგენელი ლექციებს უკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სირცხვილია ასეთი რაღაცების მოსმენა“,-განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები