ირაკლი კობახიძე: მაშინ იყო აქ საკონსტიტუციო სასამართლო კლანი, მაშინ აქ იყო რამდენიმე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი მოსამართლე – დღეს განსხვავებული ვითარებაა

“დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს საშუალება, დამოუკიდებლად, ადეიშვილების ჩარევის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომამდე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ადრე იყო საკონსტიტუციო სასამართლო კლანი, დღეს კი განსხვავებული ვითარებაა.

„ფორმალური იყო ადეიშვილის სასამართლო, გუშინ სად იყო აქ ფორმალობა. ასევე ფორმალური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები როდესაც, მაშინ არსებობდა 2016 წლის ჩათვლით, საკონსტიტუციო სასამართლოში კლანი, როდესაც მაშინდელი სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს აწერდა ერთა და იგივე კოლეგიას იმიტომ, რომ იცოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა შესაბამისი კოლეგია. მაშინ იყო აქ საკონსტიტუციო სასამართლო კლანი, მაშინ აქ იყო რამდენიმე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი მოსამართლე. დღეს არის განსხვავებული ვითარება. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს საშუალება დამოუკიდებლად, ადეიშვილების ჩარევის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები