სამტრედიაში, სოფელ იანეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიასთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან, საკრებულოს წევრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

იანეთის საბავშვო ბაღი ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში აშენდა. 75 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

შენდება მე-4 ბაგა-ბაღი.
იგეგმება 16 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები