მერაბ ტურავა – პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე: რომ გვნდომებოდა, რაიმე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით

“ჩვენ რომ გვნდომებოდა რაიმე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით. სასამართლოს შეეძლო, საერთოდ არ გამოეძახა არც წარდგინების ავტორები, არც პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისე, დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის განხილვის განახლებამდე განაცხადა.

ტურავა ამბობს, რომ მიკერძოებული არ არის და გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო ორივე მხარის პოზიციას მოისმენს და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანს.

“ის, რომ ჩვენ ერთიც და მეორეც მოვიწვიეთ და საჯაროდ ჩავატარეთ ეს პროცესი, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არცერთი მხარის მიმართ არ ვართ და ვერც ვიქნებით მიკერძოებულები. აბსოლუტურად და სრულიად თავისუფალი ვარ. ჩვენ როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვღებულობთ, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის კონსტიტუციის შესაბამისი. არავითარი აგრესია არც პრეზიდენტის და არც მისი წარდგინების ავტორების მიმართ არ გვაქვს. ეს არის თქვენი მცდარი განცდები. შესაბამისად, როდესაც დასრულდება პროცესი და მოვუსმენთ ორივე მხარეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- აცხადებს ტურავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები