გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს მტკიცებულებები კიდევ უფრო მეტად გამყარდება
ჩემთვის უკვე გასაკვირი არ არის, თუ რატომ არ მივიდა პრეზიდენტი სხდომაზე, ის ნახავდა სირცხვილს და თავისი წარმომადგენლების არაკომპეტენტურობას, ვინც ერთმანეთისგან ვერ განასხვავეს კონსტიტუციის 49-ე და 52-ე მუხლები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, 49-ე მუხლით და 52-ე მუხლის ეჭვქვეშდაყენება არის უცოდინარობა.
„მათ თქვეს, რომ პრეზიდენტი საქართველოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში და ეს პირდაპირი გაგებით გაიგეს. მათ ლოგიკას თუ გავყვებით, დანარჩენი ორი პუნქტი, რომ პრეზიდენტია სახელმწიფოს მეთაური და ქვეყანას მართავს. ასევე მთავარსარდალია და თავდაცვის მინისტრი და სამხედრო ძალები უნდა გადააადგილოს, ეს არის აბსურდი და კონსტიტუციის თავდაყირა დაყენება. 49-ე მუხლით და 52-ე მუხლის ეჭვქვეშდაყენება არის უცოდინარობა. დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს მტკიცებულებები კიდევ უფრო მეტად გამყარდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.