ირინა იმერლიშვილი: ბოლო ვადა არის 14 ოქტომბერი, როდესაც სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე პარლამენტს დასკვნა უნდა გაუგზავნოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო საკითხზე სასამართლომ პარლამენტს დასკვნა 14 ოქტომბერს უნდა გაუგზავნოს.
„პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება 12 სექტემბერს გაგზავნა და სასამართლომ 14 სექტემბერს დაარეგისტრირა, შესაბამისად, ბოლო ვადა არის 14 ოქტომბერი, როდესაც სასამართლომ პარლამენტს დასკვნა უნდა გაუგზავნოს. სავარაუდოდ, ეს დრო დასჭირდება, ეს მომხსენებელ მოსამართლეზეა დამოკიდებული, მაგრამ დასჭირდება ეს დრო“, – განაცხადა იმერლიშვილმა.