ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის წარმომადგენლებზე: იმედია, გუშინ საღამოს იმეცადინეს და გაარკვიეს, რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის

“იმედია, გუშინ საღამოს იმეცადინეს და გაარკვიეს, რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის. გუშინ ამაზე პასუხი არ ჰქონდათ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის განხილვის განახლებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ელემენტარულ კითხვაზე პასუხის არგაცემა ნიშნავს იმას, რომ თავადაც იციან პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე.

„ეს არის პირველი კურსის, პირველი ლექციის დონის კაზუსი. დანარჩენი სასამართლოზეა დამოკიდებული. იმედია, გუშინ საღამოს იმეცადინეს და გაარკვიეს რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის. გუშინ ამაზე პასუხი არ ჰქონდათ. ეს არის უმარტივესი კითხვა, რომელსაც სჭირდება უმარტივესი პასუხი. ეს პირველი კურსიც არ არის. რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის. როცა ამ კითხვას ვერ/არ სცემ პასუხს, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმედ გაქვს საქმე და ეს ასეა. ვნახოთ, დღეს რას იტყვიან. ამ ელემენტარულ კითხვაზე პასუხის არგაცემა ნიშნავს იმას, რომ თავადაც იციან პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები