763 ჰოსპიტალიზებული – იაპონიაში სექტემბერში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

იაპონიაში 25 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის პერიოდში, ჰაერის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 763 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, მათგან ერთი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ქვეყნის ადმინისტრაციულ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ ჰოსპიტალიზებულიდან ერთი გარდაიცვალა, 202 პაციენტი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

საავადმყოფოებში მიყვანილთა, დაახლოებით, ნახევარი 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები იყვნენ.

19 სექტემბერს იაპონიაში 1994 წელს დაფიქსირებული ტემპერატურის რეკორდი განახლდა – ქვეყანაში 35-გრადუსიანი ტემპერატურა 46 დღის განმავლობაში შენარჩუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები