სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი ბელგიასა და ნიდერლანდებში კონცერტებს გამართავს

სამების ტაძრის საპატრიარქო კამერული გუნდი „ევროპალია – საქართველოს” ფარგლებში, ბელგიასა და ნიდერლანდებში, კონცერტებს გამართავს.
სახელმწიფო კამერული გუნდის ინფორმაციით, კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტები ბრიუსელში (Bozar), ბრიუგესა (Concertgebow) და ჰააგაში (Amare) იგეგმება.
„გუნდის რეპერტუარში იქნება, იოსებ კეჭაყმაძისა და ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებები.
ჩვენთვის დიდი პატივია ფესტივალში მონაწილეობა და ქართული მრავალხმიანობის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა.
ფესტივალი 4 ოქტომბერს გაიხსნება და 2024 წლის თებერვალში დაიხურება. მასში მონაწილეობენ კულტურის სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს და ფესტივალის მსვლელობის პროცესში სიამოვნებით გაგიზიარებთ მათ სიახლეებსაც.
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები