“არ მახსენდება, ოპოზიცია რაიმე ინიციატივის უკან მდგარიყო და კონკრეტული არგუმენტებით შესძლებოდა დისკუსიაში შემოსვლა” – რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას დისკუსიაში არგუმენტებით შემოსვლა არ შეუძლია.

“არ მახსენდება, ოპოზიცია რაიმე ინიციატივის უკან მდგარიყო და კონკრეტული არგუმენტებით შესძლებოდა დისკუსიაში შემოსვლა. როგორც წესი, ნებისმიერი მსგავსი საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გამოყენებული მექანიზმები, იქნება ეს მინისტრის საათი, ინტერპელაცია თუ სხვა. როგორც წესი, არის ხოლმე შესაძლებლობა, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაინახოს ის ძალიან დიდი სხვაობა, მათ შორის, პასუხისმგებლობიანი მიდგომის ნაწილში, რაც გააჩნია სახელისუფლებო გუნდს და ოპოზიციას”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები