ევროკავშირი რუსეთთან თანამშრომლობას აპირებს

უკრაინაში სიტაუაციის დარეგულირების მიზნით ევროკავშირი რუსეთთან თანამშრომლობას აპირებს. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ „ბი- ბი- სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბაროზუს განცხადებით, „ცივი ომი“ ევროპაში არავის ინტერესებს არ შეესაბამება. ევროკომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით პოლიტიკური დარეგულირების მისაღწევად ევროკავშირი რუსეთთან თანამშრომლობას აპირებს.
„სანქციები – ჩვენი თვითმიზანი არაა. ეს დიალოგის გაგრძელების საშუალებაა. ჩვენ ვთვლით, რომ უკრაინის სუვერენიტეტის და ერთიანობის პირობების შესრულებისას პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მოიძებნოს“, – განაცხადა ბაროზუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები