„რუსეთმა სომეხ ხალხს უღალატა“ – შარლ მიშელი

ყველასათვის აშკარაა, რომ რუსეთმა სომეხ ხალხს უღალატა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციას სურდა ადგილზე ჯარისკაცები ჰყოლოდა, რათა მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გარანტირებული ყოფილიყო, მაგრამ ვხედავთ, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო რუსეთის სამშვიდობო ძალების მცირედი რეაგირების გარეშე ამ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა მიშელმა.

მისი თქმით, ის უკიდურესად იმედგაცრუებულია აზერბაიჯანის გადაწყვეტილებით და ეს მტკიცედ განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.

„ახლა აზერბაიჯანის გადასაწყვეტია გამოიჩინოს კეთილი ნება, შეუერთდეს პროცესს საერთაშორისო სამართლის პატივისცემით, რათა დაიცვას აზერბაიჯანში მცხოვრები მთელი მოსახლეობის, მათ შორის სომხების უფლებები და უსაფრთხოება, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები