აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კევინ მაკკარტის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისტორიული კენჭისყრით სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 210 წინააღმდეგ წავიდა.
მაკკარტის გადაყენებას წინ უძღოდა „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, მეტ გეტცის უკმაყოფილება, რომელმაც თანაპარტიელი „დემოკრატებთან“ კომპრომისში დაადანაშაულა და თქვა, რომ მან უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება.
გარდა ამისა, მან მაკკარტი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დასაფინანსებლად საიდუმლო გარიგებაშიც დაადანაშაულა.
როგორც CNN-ი წერს, ახლა პალატას ახალი სპიკერის არჩევა მოუწევს, თუმცა მკაფიო ალტერნატივა, თუ ვის ექნება მხარდაჭერა, რომ მოიგოს, არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვედა პალატის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს.