ტრამპი თაღლითობის საქმეზე მანჰეტენის სასამართლოში ხელმეორედ მივიდა

Former US President Donald Trump speaks to members of the media while arriving for the second day of his civil fraud trial in New York on October 3, 2023. Former US President Donald Trump lashed out at the judge and attorney general on October 2 on the first day of a trial for civil fraud that could see the former president barred from doing business in New York state. (Photo by Ed JONES / AFP) (Photo by ED JONES/AFP via Getty Images)

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თაღლითობის საქმის განხილვისთვის ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მეორედ მივიდა.

CNN-ის ცნობით, საქმის პროკურორმა თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი, მისი ორი  ვაჟი და სხვა პირები საბანკო სესხებისა და დაზღვევის პირობების უზრუნველსაყოფად, აქტივების ღირებულების ზრდაში დაადანაშაულა.

სასამართლოში შესვლამდე ტრამპმა საქმის მოსამართლე და პროკურორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლეტიცია ჯეიმსი „უხეშად არაკომპეტენტურია და ყალბი საქმე მოიგონა. ის თაღლითია“.

ამასთან, ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის გუნდმა მოწმის სტატუსით უკვე გამოკითხა ტრამპის ყოფილი ბუღალტერი, დონალდ ბედნერი. როგორც მან სასამართლოში აღნიშნა, 2019 წლის შემდეგ ექსპრეზიდენტთან საუბარი არ ჰქონია.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს, ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი, შვილებთან ერთად, თაღლითობაში პასუხისმგებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ ტრამპები დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, კრედიტორებსა და მზღვეველებს, ყალბ ფინანსურ ანგარიშებს აწვდიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები