აზერბაიჯანმა ყარაბაღში დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერები დააკავა
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი „პრეზიდენტი“ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულია არაიკ არუთუნიანი, რომელიც 2020-2023 წლებში მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი იყო.
გარდა ამისა, დაკავებულებს შორის არიან არკადი გუკასიანი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი იყო 1997-2007 წლებში, ბაკო სააკიანი, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა 2007-2020 წლებში ეკავა და სეპარატისტული საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დავით იშხანიანი.
დაკავებული ლიდერები ბაქოში გადაჰყავთ.