გივი მიქანაძე: რამდენადაც სამწუხარო უნდა იყოს, ყველა ის არგუმენტი, რომელიც მმართველი გუნდის მიერ არის წარმოდგენილი, უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია

რამდენადაც სამწუხარო უნდა იყოს, ყველა ის არგუმენტი, რომელიც მმართველი გუნდის მიერ არის წარმოდგენილი, უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„დღეს საზოგადოების ყურადღება ბათუმისკენ არის მიპყრობილი და დილიდან ვუყურებთ პროცესს. დეპუტატები უფრო ნაკლებად, რადგან სესია მიმდინარეობდა. პრეზიდენტმა ფაქტობრივად დააფიქსირა უპატივცემულობა, როდესაც თავად არ გამოცხადდა პროცესზე, მაშინ როდესაც უმრავლესობის გუნდი წარდგა. საზოგადოება ხედავს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები ცდილობენ აბსოლუტურად სხვა ჭრილში გადაიყვანონ ეს პროცესები და თვითონ არიან ახლართულნი. მათაც ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტურად მარტივადაა საქმე, ესაა კონსტიტუციის უხეში დარღვევა პრეზიდენტის მხრიდან. ისინი ცდილობენ, ისეთ საკითხებზე მოახდინონ აპელირება, რომელიც შინაარსობრივად არ არის დაკავშირებულ იამ საკითხთან. ისეთ ნორმებზე მიუთითებენ, თითქოს ეს ქვეყანა იყოს არა საპარლამენტო მართვის სისტემა, არამედ საპრეზიდენტო, რაც ალბათ გარკვეული სტრატეგიაა, მაგრამ აბსოლუტურად არაფრის მომცემია გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი გუნდის ლიდერებმა ძალიან ცალსახად და მკაფიოდ ჩამოაყალიბეს ის პოზიცია, რომელიც მარტივად გასაგებია ნებისმიერი მოქალაქისთვის. ის უფლებამოსილება, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული პრეზიდენტთან დაკავშირებით, თანხვედრაში ვერ მოდის იმ კონკრეტულ ნაბიჯებთან, რაც პრეზიდენტმა კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გადადგა. ამას პრეზიდენტიც კი აღიარებს. რიგი განცხადებები მან გააკეთა, სადაც ფაქტობრივად აღიარა, რომ ის უხეშად არღვევს კონსტიტუციას. იმ კომპეტენტურ ორგანოში, რომელიც არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის პოზიცია არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ღია, საჯარო განხილვები. საზოგადოება, რომელიც თვალს ადევნებს ამ პროცესს, ხედავს ვის მხარესაა სიმართლე და ყველა ის არგუმენტი, რომელიც მმართველი გუნდის მიერ არის წარმოდგენილი, უტყუარად მიუთითებს იმაზე, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია“, – თქვა მიქანაძემ „ქრონიკასთან“.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები