თორნიკე რიჟვაძე ბრაზილიის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბრაზილიის ელჩს საქართველოში, ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

“თორნიკე რიჟვაძე მიესალმა ელჩის პირველ ვიზიტს აჭარის რეგიონში და თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრაზე გამოითქვა პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ბრაზილიის საელჩომ საქართველოში მონაწილეობა პირველად მიიღო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები