ირაკლი ბერაია: საქართველოდან ჯარების გაყვანის მიზნით რუსეთზე ზეწოლის განხორციელებასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყნის მხარდაჭერის გაზრდა შეკავებისა და თავდაცვის, ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ

უკრაინაზე საუბრისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს პრიორიტეტად ევროპის დღის წესრიგში. საქართველოდან ჯარების გაყვანის მიზნით რუსეთზე ზეწოლის განხორციელებასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსადმი მხარდაჭერის გაზრდა შეკავებისა და თავდაცვის, ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ მედეგობის შემდგომი გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„ამ ომმა სულ უფრო საგანგაშო გახადა ისედაც მძიმე გარემო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ინტენსიური სამხედრო წვრთნებით, ჰუმანიტარული კრიზისით, დე-ფაქტო ანექსიის ნაბიჯებით და ჰიბრიდული ომის წარმოებით.

ეგზისტენციალური საფრთხეების მიუხედავად, ჩემი ქვეყანა ახორციელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ამბიციურ დემოკრატიულ, უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დღის წესრიგს, აქვს გამოცდილება და მზად არის შემდგომი წვლილი შეიტანოს ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაში. საქართველო სრულად იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რაც დასტურდება ვერიფიკაციის სანდო მექანიზმებით.

ძვირფასო მეგობრებო, უკრაინაზე საუბრისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დარჩეს პრიორიტეტად ევროპის დღის წესრიგში. საქართველოდან ჯარების გაყვანის მიზნით რუსეთზე ზეწოლის განხორციელებასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსადმი მხარდაჭერის გაზრდა შეკავებისა და თავდაცვის, ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ მედეგობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ასევე აუცილებელია ევროკავშირი-ნატოს ჩართულობის გაზრდა რეგიონში, ევროპული უსაფრთხოებისთვის მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.

და ბოლოს, როდესაც მილიონობით ევროპელი საქართველოში, ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყანაში, ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ქვეყნისთვის დიდი ხნის წინ დამსახურებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები