თბილისის საკრებულო ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ შეუერთდა
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. თბილისის საკრებულოს წევრებმა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, კამპანიის „შენი სიცოცხლე შენს ხელშია” ფარგლებში თავისუფლების მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
აქცია – პერფორმანსი დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ონკოპაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურებოდა. კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.