11 მიზეზი, თუ რატომ არის პუტინი ლუზერი

აბსოლუტურ ლუზერს და წაგებულს უწოდებს ვლადიმერ პუტინს პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს ნემცოვი აანალიზებს და შედეგებს საკუთარ ბლოგში აქვეყნებს. პოლიტიკოსის თქმით, რუსეთში პროპაგანდა მიდის, რომ პუტინი ყველაფერში გამარჯვებულია.

„მან დასავლეთიც, უკრაინაც და რუსეთიც ააშენა. და ყველას სჯერა ამ მოსაზრებების… თუმცა, კარგად რომ დავაკვირდეთ „ნაცლიდერის“ მიღწევებს, გაირკვევა, რომ მან ყველაფერი წააგო. აბსოლუტური ლუზერია. თქვენ თვითონ განსაჯეთ“, – წერს ნემცოვი.

ამ სიტყვების შემდეგ ნემცოვი მკითხველებს პუტინის ქმედებების 11 პუნქტს სთავაზობს, რომლის მიხედვით ჩვენ თვითონ უნდა განვსაჯოთ, წაგებულია პუტინი თუ გამარჯვებული.

1. მას სურდა, რომ უკრაინა სამხედრო ბლოკის წევრი არ ყოფილიყო, ნეიტრალურ და მეგობრულ ქვეყნად დარჩენილიყო. შედეგი – უკრაინა ნატოსკენ მიისწრაფვის. ქვეყნის ტერიტორიაზე ალიანსის წევრი ქვეყნების ჯარებთან ერთობლივი წვრთნები ტარდება. გარდა ამისა, პოროშენკო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დასავლური იარაღის მოწოდებაზე შეთანხმდა.

2. პუტინს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასუსტება სურდა. შედეგი – ნატო ძლიერდება, დასავლური ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები იზრდება.

3. მას ევროპას და ამერიკას შორის განხეთქილების დაწყება სურდა. შედეგი – პუტუნის აგრესიის წინაშე დასავლური ქვეყნების კონსოლიდაციაა. სანქციებსაც სინქრონულად იღებენ და შეთანხმებულადაც მოქმედებენ. 4. პუტინს უკრაინის აღმოსავლურ და დასავლურ რეგიონებს შორის განსხვავებული აზრების რაოდენობის გაზრდა სურდა. შედეგი – ერთიანი პოლიტიკური ერი გაჩნდა (დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გარდა). დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ პირველად საპრეზიდენტო კამპანიის დროს კანდიდატმა პოროშენკომ ქვეყნის უკლებლივ ყველა რეგიონში გაიმარჯვა. პუტინის ჩარევამდე, უკრაინის დასავლეთი ხმას ერთ კანდიდატს აძლევდა, აღმოსავლეთი კი – მეორეს. (2010 – დასავლეთი – ტიმოშენკოს აძლევდა ხმას, აღმოსავლეთი კი იანუკოვიჩს, 2004-2005 – დასავლეთი – იუშენკოს, აღმოსავლეთი – იანუკოვიჩს).

5. პუტინს სურდა, რომ უკრაინა საბაჟო კავშირის წევრი გამხდარიყო. შედეგი – ეს არასდროს არ მოხდება. უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი და სურს ევროინტეგრაცია.

6. მას დონეცკიდან ოდესამდე მარიონეტული სახელმწიფოს – ნოვოროსიას შექმნა სურდა. შედეგი – ის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მცირე ნაწილს აკონტროლებს. 3 000 ადამიანია დაღუპული – უკრაინელები და რუსები.

7. პუტინს მსოფლიოში საკუთარი გავლენის გაძლიერება სურდა. შედეგი – ის გარიყულია. ქვეყანა კი სანქციების ქვეშაა.

8. სანქციებით საკვებ პროდუქციაზე სურდა დასავლეთის დასჯა. შედეგი – რუსი ხალხი დასაჯა. პროდუქტებზე ფასები გაზრდილია (ხორცზე – 40 %, რძეზე – 20 %), დასავლეთში კი ფასები დაეცა.

9. კიევში მისთვის ლოიალური იანუკოვიჩის მსგავსი ხელისუფლების არსებობა სურდა. მიიღო – 100% ანტიპუტინის ხელისუფლება.

10. უკრაინელი ხალხისგან პატივისცემა სურდა. მიიღო – „პუტინ – ხ…“ , – თქვენ თვითონ იცით, ვინ.

11. სურდა ევრაზიის კავშირის გაფართოება. შედეგი – გაფართოვდა ევროკავშირი. პუტინის ხელისუფლებაში ყოფნისას ევროკავშირში 13 ქვეყანა გაწევრიანდა (ახლა 28), პუტინთან კი არავინ გაწევრიანდა. ყაზახეთიც კი პუტინის რუსეთის მეურვეობიდან გამოსვლის შესახებ დაფიქრდა.

ამ პუნქტების შემდეგ ნემცოვი კითხვას სვამს: გამარჯვებულია პუტინი თუ ლუზერია? თქვენ თვითონ განსაჯეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები