“საქართველოში ჩამოსული ტურისტები ხშირად თბილისს სტუმრობდნენ, დღეს პოზიტივია იმ კუთხით, რომ ეს ტურისტები რეგიონებში გადადიან” – შოთა ბურჯანაძე

“საქართველოში ჩამოსული ტურისტები ხშირად თბილისს სტუმრობდნენ, დღეს პოზიტივია იმ კუთხით, რომ ეს ტურისტები რეგიონებში გადადიან”, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბურჯანაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შეაფასა.

“ძალიან საინტერესო სეზონი გვქონდა იმ კუთხით, რომ რიცხვებით სეზონის შედეგები წინა წლის მონაცემებსაა დაახლოებული. ტურისტების რაოდენობის კუთხით რიცხვები მაღალი არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება, აქ 2 ფაქტორი იყოს: ერთი ის, რომ მსყიდველუნარიანი ტურისტი გვყავს და, შესაბამისად, ეს რიცხვი, გარკვეულწილად, გაზრდილია. მეორე – ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ქართულ ბიზნესში საგადასახადო კუთხით ბევრად გამოსწორებული მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს 2 ფაქტორი დღევანდელი შემოსავლის ახსნის შესაძლებლობაა. ტურისტული ნაკადები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თბილისში აკუმულირდებოდა, ახლა რეგიონებში გადამისამართდა. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ხშირად თბილისს სტუმრობდნენ, დღეს პოზიტივია იმ კუთხით, რომ ეს ტურისტები რეგიონებში გადადიან. რეგიონები ამ კუთხით განვითარებულია. ადგილები, რომლებიც , პირობითად, გუშინ წინ ტურიზმისთვის წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე ხელმისაწვდომია. ეს რეგიონებია კახეთი, აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, მთის კურორტები, აღმოსავლეთში გუდაური, თუ ბაკურიანი.
აღნიშნული ვითარება განპიროებებულია ერთი იმით, რომ დღეს ამ რეგიონებს სტუმრის მიღების უკეთესი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე გუშინ. მეორე ფაქტორი: კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, გარკვეულწილად, შავ ზღვასა და აჭარის რეგიონთან ცოტა რთული დამოკიდებულბა იყო, საზოგადოების მხრიდან ჩათვლილი იყო, რომ შავი ზღვის მონაცემები სახიფათო იყო, ოჯახებით ზღვაზე დასვენებას უფრთხოდნენ. შესაბამისად, აჭარამ ტურისტების ის რაოდენობა ვერ მიიღო, როგორც ადრე. ეს ხალხი რეგიონებში გადანაწილდა. ეს როგორც შიდა ტურისტებისთვის, ისე ჩამოსულებისთვის დადებითია, მაგრამ  ჩვენ, რეალურად, ზოგადად, ტურისტების რაოდენობა ამ ზაფხულში დაგვაკლდა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები