ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, სხვენში არსებული ელექტროსადენები გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი და ორი არასრულწლოვანი შშმ პირი იმყოფებოდა, რომლებიც ცეცხლიდან მეზობლებმა გამოიყვანეს.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები