გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ამ დროისთვის, არცერთი საჩივარი არ დაწერილა

“ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ დაწერილა”, – ამის შესახებ გურჯაანის მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაია ჩუთლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩეველი საკმაოდ მობილიზებულია.

„აქტივობა საკმაოდ მაღალი გვაქვს. სამი საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 21.4% შეადგინა. ვთვლი, რომ ჩვენი ამომრჩეველი საკმაოდ მობილიზებულია და ჩართულია საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა ჩუთლაშვილმა.

შეგახსენებთ, გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები