გიორგი ვოლსკი: ინტელექტუალურ რესურსს გამოცლილმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ განავითაროს ის რევოლუციური სცენარი, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილმა 2014 წელს განაცხადა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ინტელექტუალურ რესურსს გამოცლილმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ განავითაროს ის რევოლუციური სცენარი, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილმა 2014 წელს განაცხადა.
„ყველაფერი ერთად უნდა განვიხილოთ – კონსტიტუციის დარღვევა, იქ რაღაცა ტრენინგების ჩატარება იმისათვის, რათა ახალგაზრდები მოამზადონ დაპირისპირებისათვის. სამოქალაქო სისხლის ღვრის მზადება მიდის ჩვენს თვალწინ. სუს-მა გამოაქვეყნა ზოგიერთი ფაქტი და დეტალი გამოძიებისა, რომელიც ჩაატარა, თუმცა ჩვენ თვალწინაც ხდებოდა ის პროცესები, რომელიც შემდეგ გადაიზარდა პარლამენტზე, ცესკო-ზე შეტევაში, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში და ა.შ. ესეც დასამალი არ არის, რომ ინტელექტუალურ რესურსს გამოცლილმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ განავითაროს ის რევოლუციური სცენარი, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილმა 2014 წელს განაცხადა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.