ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: პარლამენტში 100 ხმის შეგროვებასთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ

“ჩვენ ავირჩიეთ ეს სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა დონეზე დავაბრუნოთ საკონსტიტუციო წესრიგი. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს გახლავთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხმების შეგროვებასთან დაკავშირებით არავისთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

„რაც შეეხება პარლამენტში 100 ხმის შეგროვებას, ჩვენ რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით არავისთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. მთავარი ამოცანაა, რომ სწორედ ეს სამართლებრივი შეფასება არსებობდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუცია – ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული. სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები