ჯო ბაიდენი: არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება, რომელშიც უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად ახალი დაფინანსება არ არის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები