მსოფლიო ჩემპიონს, ლერი აბულაძეს ხულოში ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

მსოფლიო ჩემპიონს, ლერი აბულაძეს ხულოში ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მოეწყო საზეიმო მსვლელობა.
მერმა ვახტანგ ბერიძემ მსოფლიო ჩემპიონს ლერი აბულაძეს გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა
ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლერი აბულაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მსოფლიოს ჩემპიონ ლერი აბულაძეს 8 000 ლარს, ხოლო მის მწვრთნელს ავთანდილ აბულაძეს 2 400 ლარს გადასცემს
“ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ ხულოელმა სპორტსმენმა საერთაშორისო ასპარეზზე, ასეთი მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის მთავრობასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სპორტის პოპულარიზაციას და მის განვითარებას მეტად შეეწყოს ხელი” – ვახტანგ ბერიძე
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლერი აბულაძემ თავის სპორტულ კარიერაში რეკორდულ წარმატებებს მიაღწია: მოიპოვა ევროპის ჩემპიონის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული
დაბა ხულოს შემოსასვლელში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ ლერი აბულაძის პატივსაცემად ბანერი დაიდგა.
ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები