თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული – ,,გარისობა 2023″ გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული – ,,გარისობა 2023″ გაიმართა.

ღონისძიება ქალაქ თეთრიწყაროს ,,ციყვების პარკში” მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.

,,გარისობის” სახალხო დღესასწაული ადგილობრივებსა და ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს პირადად მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, კომპანია ,,არემჯის” კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ღვაწლმოსილი, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაში.

ღონისძიებას, ადგილობრივებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი და რწმუნებულის მოადგილე, ნიკა კობახიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა, დრამერების შოუ, ეთნობაზარი, სახელოვნებო განყოფილების ნამუშევრების, ეთნოგრაფიული, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების გამოფენა, სამკითხველო სივრცეები, ააიპ ,,კულტურისა და სპორტის ცენტრთან” არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილ კუთხეებში გაიმართა ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.

ასევე, სპორტული აქტივობების ფარგლებში ჩატარდა გიორგი გოგინაშვილის სახელობის ტურნირი ფრენბურთში. პირველ ადგილზე გასულ, სოფელ წინწყაროს გუნდს გადაეცა თასი და ფულადი ჯილდო.

ღონისძიების დასასრულს მოეწყო კონცერტი ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭებისა” და ანსამბლ ,,ჩვენებურების” მონაწილეობით. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები