ბლინკენი: პროგნოზირებულმა „ლოკდაუნმა“ შეიძლება გავლენა იქონიოს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე

შეერთებულ შტატებში  მთავრობის პროგნოზირებულმა „ლოკდაუნმა“ შეიძლება გავლენა იქონიოს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა პარასკევს, 29 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობის მუშაობის დახურვა გაართულებს სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაობას და აღნიშნა, რომ დეპარტამენტი ემზადება შესაძლო ლოკდაუნისთვის, მაგრამ მოუწოდა კონგრესს არ გადადგას ეს ნაბიჯი.

„ჩვენ ძალიან ორიენტირებულები ვართ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, შევძლოთ ჩვენი რესურსების ფოკუსირება ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობასა და დაცვაზე. და, რა თქმა უნდა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ შევასრულოთ ფუნქციები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის, ქონებისა და უსაფრთხოების დასაცავად”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები