World Travel Awards-ზე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა

World Travel Awards-ზე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და ევროპული ქვეყნების სხვა ცნობილ ბოტანიკურ ბაღებს გაუწია კონკურენცია.

აღსანიშნავია, რომ ბათუმმა World Travel Awards-ზე ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შეინარჩუნა.

World Travel Awards-ის გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ  Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები