რეგიონის პირველობა მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის გამარჯვებით დასრულდა

რეგიონის პირველობა მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის გამარჯვებით ანგარიშით – 1:0 დასრულდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გორისა და ხაშურის გუნდები დაუპირისპირდნენ.
გადამწყვეტი გოლი ნიკოლოზ სადაღაშვილმა გაიტანა.

ფინალურ მატჩს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი – გორი
II ადგილი – ხაშური
III ადგილი – ქარელი
IV ადგილი – კასპი

ტურნირის ყველა პრიზიორი ფულადი თანხით დაჯილდოვდა.

ტურნირის გამარჯვებულს სხვა პრიზიორებისგან განსხვავებით, ფულად ჯილდოსთან ერთად, გარდამავალი თასიც გადაეცა.

ღონისძიება, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც ჩატარდა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები