პუტინმა და პოროშენკომ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს

პეტრე პოროშენკომ და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც კრემლის შეტყობინებაშია ნათქვამი, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, დიალოგი გაგრძელდება. მანამდე, 6 სექტემბერს, ორ ლიდერს შორის ასევე სატელეფონო საუბარი შედგა. პოროშენკომ და პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგები განიხილეს.
„ორივე მხარე კმაყოფილია, რომ ჯამში სამშვიდობო შეთანხმება ორივე მხარის მიერ სრულდება. აქცენტი ეუთოს მხრიდან მონიტორინგის ჩატარებაზე იყო გაკეთებული. ასევე მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხები იყო განხილული“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. გარდა ამისა, პოროშენკოს და პუტინის საუბრის დროს, პრეზიდენტებმა საბაჟო კავშირის სახელმწიფოებისთვის უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები